გორას საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით, წარმატებით დაიწყეს
20-09-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.

სკოლაში, ამ მნიშვნელოვან დღეს, მოსწავლეებისთვის ლამაზი და საზეიმო დახვედრა მოეწყო.  ამ წელს სკოლას, როგორც დირექტორი ხათუნა დუმბაძე აღნიშნავს, მხოლოდ ერთადერთი პირველკლასელი ჰყავს. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელი სწორედ მისთვის იყო. მის მოტივაციასა და წახალისებაზე მთელმა სკოლამ იზრუნა. 

განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო მოსწავლეებს პედაგოგმა გუგული ვერძაძემ და იზრუნა, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, რისთვისაც მას მოსწავლეთა მშობლები მადლობას უხდიან. 

„ამ ძვირფას მასწავლებელს, გუგული ვერძაძეს ვანდეთ ჩვენი შვილების ბედი. გვჯერა, მათი ნათელი მომავლისა. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს გუგული“, - წერს სოციალურ ქსელში მშობელი და ამავდროულად სკოლის პედაგოგი თეო დევაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს წელი პედაგოგებისთვისაც ნაყოფიერი და წარმატებული იყო. პედაგოგები 2024-2025 სასწავლო წელს ახალი სტატუსებით შეხვდნენ. პირველი კლასის პედაგოგმა - გუგული ვერძაძემქალთამზე ანა სურმანიძემ და ეთო სირაბიძემ სტატუსი აიმაღლეს. 

სასკოლო საზოგადოება მათ ამ წარმატებას ულოცავს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203