ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
როგორც სკოლის დირექტორი ლელა ბიბილური გვიყვება, მოსწავლეებმა მორიგ სპორტულ წარმატებას მიაღწიეს.
ისინი 14-15 სექტემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალური სტადიონზე, სამშვიდობო, სპორტულ-საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობდნენ.
შეჯიბრება საოკუპაციო ხაზთან, მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის (როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის) გაიმართა.
აღნიშნულ თამაშში, ქვეშის სკოლის ვაჟთა გუნდმა ღირსეული მე-3 ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს- გიორგი სამხარაძეს, მაია აზარაშვილს და სპონსორებს მხარდაჭერისათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: