კერძო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი საზეიმოდ დაიწყო
20-09-2024

კერძო სკოლა „ოცნებაში“ ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაღეს, დირექციამ და პედაგოგებმა მათ მოწესრიგებული, მათ ინტერესებსა და მრავალმხრივ განვითარებაზე მორგებული გარემო დაახვედრეს. 

სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირვეკლასელებისთვის, რომელთაც პედაგოგებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები ზეიმად უქციეს და სითამამე შეძინეს. 

საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა საქართველოს დროშა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს შეჰპირდნენ. 

„წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ გილოცავთ ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებულ, მშვიდობიან და ნაყოფიერ წელს გისურვებთ!  ვიწყებთ ახალი იდეებით, ახალი შემართებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203