საზეიმოდ დაწყებული სასწავლო წელი ბეკამის საჯარო სკოლაში
20-09-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ვითარებაში განახლდა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და ლამაზად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

პედაგოგებმა ბავშვებს თბილი დახვედრა მოუწყვეს და სასკოლო ცხოვრების განახლება მიულოცეს და იზრუნეს, რომ ბავშვებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203