გომბორის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულად იქცა 
20-09-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, შთამბეჭდავ გარემოში დაიწყო.

„განსაკუთრებულად მშვენიერია ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველი დღე, მონატრებით, სიყვარულით, სითბოთი სავსე. 16 სექტემბერს ასე იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაშიც“ , - ასე აფასებენ სკოლაში სასწავლო წლის პირველ დღეს.

სკოლაში, ამ დღეს, საზეიმო განწყობა ჰქონდა ყველას - მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს.

ისინი აღფრთოვანებულები დარჩნენ სპეციალურად მათთვის ლამაზად მორთული სკოლის დერეფნებითა და საკლასო ოთახებით.

„ერთმანეთის ნახვით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმოდა სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ წელს გომბორის საჯარო სკოლას ჰყავს ახალი დირექტორი - ნინო ბობღიაშვილი, რომლისთვისაც გომბორის საჯარო სკოლა მშობლიურია. 

„ეს ჩვენი ახალი დირექტორის მშობლიური სკოლაა და განსაკუთრებულად სიყვარულიანი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ახალმა ხელმძღვანელმა 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს და წარმატებები უსურვა. მან ასევე დალოცა პირველკლასელები.

პირველი კლასის მენტორმა მასწავლებელმა - მარეხ დიდებაშვილმა სითბოთი და სიყვარულით მიულოცა პატარებს მოსწავლეობა. ისინი პირველკლასელობის დამადასტურებელი მედალიონებითაც დააჯილდოვა, პირადი ბუკებიც გადასცა და ლამაზად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლეილა არჩემაშვილმა თავისი სამი მოსწავლე: გიორგი არაბული, თამარ ჯღუთაშვილი, აიტაჯი ჯაფაროვა გასულ სასწავლო წელს მიღწეული კარგი შედეგებისთვის (გაწაფულად კითხვა) ვაჟა-ფშაველას წიგნებით დააჯილდოვა.

მან, ასევე გიორგი არაბულსა და ალექსი ნეკრესელაშვილს გადასცა საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექციის გამოგზავნილი დიპლომები ივლისში, სოფელ კოჭბანში გამართულ ლიტერატურულ-სახალხო დღესასწაულ „ვაჟაობაში“ აქტიური მონაწილეობისათვის.

სასკოლო საზოგადოება ყველას დიდი სიყვარულით ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203