სასწავლო წლის ფერადი, ბედნიერებითა და სიცოცხლით სავსე დასაწყისი ქინძათის საჯარო სკოლაში
20-09-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში, ახალი 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლეებმა შემართებით დაიწყეს.

მათთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში, ლამაზი და დასამახსოვრებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ.

ფერადი ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მორთულმა საკლასო ოთახებმა მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია აამაღლა.

„წლის ყველაზე ფერადი, ბედნიერებითა და სიცოცხლით სავსე დღე“, - ასე აფასებენ სკოლაში სწავლის დაწყების პირველ დღეს.

სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

„გილოცავთ. წარმატების, პიროვნული და პროფესიული წინსვლის საწინდარი ყოფილიყოს ეს სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203