ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით, დიდი ჟრიამულით დაიწყო.
სკოლაში, მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს საზეიმო დახვედრა მოეწყო. დირექციამ და პედაგოგებმა მათთვის საკლასო ოთახები ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მორთეს, რამაც ბავშვებს განწყობა აუმაღლა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ, მათ საინტერესო, თავგადასავლებით აღსავსე, ნაყოფიერ წელს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: