ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 წელი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია განსაკუთრებით, ლამაზად მორთულმა საკლასო ოთახებმა აამაღლა.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.
სკოლის დირექტორმა ვახტანგ ხაჩიძემ ყველას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მან ასევე მშობლებს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებულ და მშვიდობიან წელს გისურვებთ“, - აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: