თბილისის N64 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის გრანდიოზული დახვედრა მოეწყო 
20-09-2024

თბილისის N64 საჯარო სკოლაში, ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.

ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში გრანდიოზული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ლამაზი, მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. სკოლის ეზოში ნამდვილი დღესასწაული იყო, რამაც პირველკლასელებს განწყობა და მოტივაცია აუმაღლა.

სკოლაში კარგად იციან, რომ პირველ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ სასკოლო საზოგადოებამ იზრუნა, მოსწავლეთათვის ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო.

„ჩვენც ახალ, საოცარ თავგადასავალში შევაბიჯეთ, სადაც თითოეული ჩვენი ნაბიჯი აღმოჩენების, წარმატებისა და ჯადოსნობის მომტანია.

გახსოვთ თქვენი სკოლის პირველი დღის ემოციები როგორი იყო?

პირველ შთაბეჭდილებასა და ემოციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენს პირველ კლასელებს დღეს ფერადი და სახალისო დახვედრა მოვუწყვეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის გუნდი თითოეულ მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

„გისურვებთ, ეს წელი თქვენთვის ყოფილიყოს ბედნიერი, წარმატებული და ლაღი. 

გვჯერა, რომ „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ კალამსა და ერთ წიგნს სამყაროს შეცვლა შეუძლია“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203