ანდეზიტის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ვითარებაში განახლდა 
20-09-2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

ამ დღეს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. საკლასო ოთახები და სკოლის ეზო ბავშვებისთვის ლამაზად მოეწყო, რამაც მოსწავლეების განწყობა აამაღლა.

ბავშვებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და ამით მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო.

სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს სწავლის დაწყებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203