თბილისის N161 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი ჟრიამულით, დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
ამ დღეს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. დირექციამ და პედაგოგებმა სკოლა მოსწავლეთათვის საზეიმოდ მორთეს.
ბუშტებით, დეკორაციებით მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა მოსწავლეებს განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
ბავშვები განსაკუთრებით ანიმატორებმა გაახარეს, რომლებმაც ეს დღე მათთვის განსაკუთრებული გახადეს.
სკოლის დირექტორი თორნიკე გვენეტაძე მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მათ წარმატებულ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: