ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით დახვდნენ. მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად მოირთო, რამაც ბავშვებს სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
დირექცია ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო, კოლეგებო, სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: