ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლაში, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ.
ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომელთათვისაც საკლასო ოთახები ლამაზად მოირთო. ისინი საპატიო სტუმარმა კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ანდრო კაკალაძემ საჩუქრებით გაახარა, რისთვისაც მადლობას უხდიან.
„მადლობა გვინდა გადავუხადოთ დღევანდელი დღის გალამაზებისთვის და გვერდით დგომისთვის კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ბატონ ანდრო კაკალაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დირექტორი თამარ ზარნაძე მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავს და მათ საინტერესო, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. უფალმა შეგმატოთ ძალა და ენერგია ახალი წარმატებების მისაღწევად! წინ ვრცელი და საინტერესო გზაა!
ფრთები შეასხით თქვენს ოცნებებს! ჩვენო პირველკლასელებო, უფალმა დაგილოცოთ პირველი ნაბიჯები სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი გქონოდეთ“, - აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: