ორბელის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა და მისმა მოსწავლეებმა ქცევის წესები სახალისო აქტივობით შეიმუშავეს
20-09-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მიდგომებსა და თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. საგნობრივ ცოდნასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური სასკოლო კულტურა. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ინგლისური ენის პედაგოგის მაია კვენეტაძის და მე-5 კლასის მოსწავლეების აქტივობა - „რეალობა და მარჯვე ხელები“, რომლის დახმარებითაც მასწავლებელმა და მისმა მოსწავლეებმა ქცევის წესები შეიმუშავეს. 

„მე და ჩემმა მეხუთე კლასელებმა კრეატიულად და ხალისით შევიმუშავეთ ქცევის წესები.... ბოლოს თითოეულ წესზე ჩვენი ხელმოწერაც კი  გავაკეთეთ (ჩვენი  ხელის ანაბეჭდით) პირობა დავდეთ ერთხმად  ყველა  წესს დავიცავთ და შევასრულებთ აი ასეთი კლასი მყავს მეე დიახ -   ესააა რეალობა და მარჯვე ხელები“,- გვიყვება პედაგოგი და მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება ახარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203