წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მედიაციის თემაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
23-09-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, იქ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც მედიაცია გახლდათ. 

მედიაციის შესახებ ტრეინინგს ფონდ „სოხუმის“ ტრენერი და წარმომადგენელი - გურანდა გვანცელაძე უძღვებოდა. ბოლოს როლური თამაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მედიატორის, მოსარჩელისა და მოპასუხეთა როლები მოირგეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ დადებითად შეაფასა.

„მედიაცია — დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია. აღნიშნული შესაძლებელს ხდის დავის გადაწყვეტას სასამართლოს გარეშე. მედიაციის მიმდინარეობისას მიუკერძოებელი მესამე მხარე ეხმარება მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაში“,- სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203