მანდატურის თანამშრომლებს, რომელთაც ჰყავთ 14 წლამდე ასაკის შვილი, შეღავათი შეიძლება გაუწიონ
19-10-2024

მანდატურის სამსახურის შინაგანაწესში განსაზღვრულია თანამშრომელთა სამუშაო დროც. როგორც დოკუმენტში ვკითხლობთ, საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.

„თანამშრომლების სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ამასთან, თანამშრომელთათვის, რომელთაც ჰყავთ 14 წლამდე ასაკის ბავშვი, უშუალო ხელმძღვანელთან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო დრო შესაძლებელია განისაზღვროს 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს თუ თანამშრომლის მიერ ამ შეღავათით სარგებლობა ეწინააღმდეგება სამსახურის მიზნებსა და ამოცანებს. 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებისათვის სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტი დროის დადგენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვაწელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ადმინისტრაციულ სამმართველოსა და მონიტორინგის სამმართველოს“, - აღნიშნულია შინაგანაწესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203