მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში 2024-20205 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიება პირველკლასელთა საზეიმო მიღებითა და მისალმება-მილოცვით დაიწყო.
შემდეგ კი შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები. მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის დაწყება მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი დღე მეტად ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, ამიტომ პედაგოგებმა მათ მოტივაციასა და განწყობაზე იზრუნეს და ლამაზად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. პატარები საზეიმოდ დასაჩუქრდნენ კომპიუტერებითა და „დედა ენით“.
სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: