წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების მსოფლიო დღე აღნიშნეს
23-09-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ და ბავშვებს ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 20 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღე. 

ღონისძიება გლობალურია და მასში მთელი მსოფლიო ერთვება. არ არის ახალი, რომ დღეს მსოფლიოში მწვავედ დგას ნარჩენების პრობლემა.

სწორედ ამიტომ, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურად უერთდებიან ამ აქციას.

წელს, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო V-XII  კლასის ყველა მოსწავლემ. მათ დაასუფთავეს საკლასო ოთახები, დერეფნები, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

„გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობა და მასში კიდევ უფრო მეტი მოსწავლის ჩართვა საწინდარი იქნება  მწვავე რეალობის შეცვლისა და უკეთესი ჯანსაღი  გარემოს შექმნისა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203