„კეთილი იყოს შენი პირველი ნაბიჯი“- უშგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ხატია ქოჩქიანი მშობლიურ სოფელს მასწავლებლის სტატუსით დაუბრუნდა
23-09-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლას ინგლისური ენის ახალგაზრდა და მოტივირებული პედაგოგი ხატია ქოჩქიანი შეემატა. 

პედაგოგი ამავე სკოლისა და ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფილოლოგიის კურსდამთავრებულია, წელს კი მასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩააბარა. 

სკოლაში  ხატია ქოჩქიანის მშობლიურ სკოლაში დაბრუნება ახარებთ და მას კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას უსურვებენ. 

„ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება! მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა მისი ერთ-ერთი მკვიდრი!

დიახ, იცნობდეთ! ხატია ქოჩქიანი, რომელმაც 16 სექტემბერს პირველად შეაღო მშობლიური სკოლის კარი, როგორც მასწავლებელმა. მან წელს, წითელ დიპლომზე დაამთავრა თსუ-ის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ენის ფილოლოგიის სპეციალობითა და  წელსვე წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ინგლისურ ენაში.

როგორც მასწავლებელმა, პირველ ნაბიჯი გადადგა იქ, იმ სკოლაში, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ! კეთილი იყოს შენი პირველი ნაბიჯი მასწავლებლის სამყაროში, ხატია მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კოლეგას სკოლაში დაბრუნებას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203