ბათუმის N20 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებული პროექტი განხორციელდება.
პროექტი პედაგოგ მარინა ზოსიძეს ეკუთვნის და მისი სახელწოდებაა - „მრავალფეროვნება სწავლაში“.
12 სექტემბერს სასკოლო საზოგადოების წინაშე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული პირების ინფორმირება, პროექტის შესახებ.
შეხვედრას პედაგოგი მარინა ზოსიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პრეზენტაციის შესახებ თავად გვიამბობს:
„შეხვედრაზე კოლეგებს ვესაუბრე ზოგადად აღნიშნული პროგრამის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ შესახებ და პროექტის გაგრძელების შემთხვევაში მოვუწოდე მათ მონაწილეობის მიღებაზე.
პრეზენტაციაზე მოკლედ მიმოვიხილე ჩემი პროექტი - „მრავალფეროვნება სწავლაში“ . კოლეგებს გავაცანი ამ პროექტის ქვეპროექტები, პროექტის ამოცანები, სამოქმედო გეგმა, მყისიერი და გრძელვადიანი მიზნები. პრეზენტაციის ბოლოს ამომწურავად ვუპასუხე კოლეგების შეკითხვებს, პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრამ თავისი შედეგი გამოიღო- კოლეგების ცნობიერება იმდენად ამაღლდა, რომ აღნიშნული პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში ჩემს სკოლაში გამრავლდება გამარჯვებული პროექტები
პ.ს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ პროგრამის განხორციელებისთვის. საკონკურსო კომისიამ კი დამარწმუნა თავის ობიექტურობაში. ამ ობიექტური გადაწყვეტილებით მე, როგორც მოტივირებული პედაგოგს, შესაძლებლობა მომეცა სასწავლო პროცესი გავხადო უფრო მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და ინოვაციური. მადლობა, მადლობა და ისევ მადლობა“, - აღნიშნავს პედაგოგი.
სკოლაში პედაგოგ მარინა ზოსიძის წარმატება ახარებთ და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებენ.
„ახალი სასწავლო წელი იწყება შემოქმედებით მრავალფეროვანი აქტივობებით, სკოლა წარმატებას უსურვებს ქალბატონ მარინას“,- აღნიშნავენ სკოლაში.