საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში კურსდამთავრებულთა ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული შედეგებით ამაყობენ
23-09-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. 

კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, 11-მა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

წმინდა ნინოს სახელობის აღმასრულებელი დირექტორ ლალი მელივას, რომელიც ახალგაზრდების აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია, კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებს და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

„მოგესალმებით, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

უპირველესად, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი დიდი წარმატება და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. უნივერსიტეტებში ჩარიცხვა არის აღიარება თქვენი შრომის, თავდაუზოგავი სწავლა-განათლებისა და დაუღალავი ძალისხმევის შედეგი. ეს წარმატება არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლების გამარჯვებაა.  

ამაყად მინდა აღვნიშნო თქვენი გამორჩეული შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი ცოდნისა და შრომისმოყვარეობის მაღალ დონეს.

  1. ლუკა ინაშვილი - 100%-იანი გრანტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  2. მარიამ კაცაძე - 100%-იანი გრანტი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  3.  ლუკა მაჭავარიანი - 50%-იანი გრანტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4.  ლიზი ტვილდიანი - 70%-იანი გრანტი - კავკასიის უნივერსიტეტი;
  5. საბა ჩხაიძე - 70%-იანი გრანტი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  6.  ბარბარე ნატროშვილი - 50%-იანი გრანტი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  7. გიორგი ბუჩუკური - 50%-იანი გრანტი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  8.  საბა კირკიტაძე - 50%-იანი გრანტი - თავისუფალი უნივერსიტეტი;
  9. ტასო როგავა - 50%-იანი გრანტი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  10. ბარბარე გრიგალაშვილი - 50%-იანი გრანტი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11.  სალომე ზიბზიბაძე - 70%-იანი გრანტი - კავკასიის უნივერსიტეტი;
  12.  ნიკოლოზ ტოლიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი;
  13.  დავით ჯიბლაძე - ბათუმის სახელწიფო საზღვაო აკადემია;
  14. სოფია კილინგარიდუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  15. მარიამ ავაზაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი;
  16.  ნია როსტიაშვილი - GIPA;
  17. დავით დაშნიანი - კავკასიის უნივერსიტეტი;
  18.  ნიკოლოზ წერეთელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  19.  საბა ბეროშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  20. ილია შონია - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  21. ლუკა ქალიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი.

ეს შედეგები მიანიშნებს, რომ თქვენი მომზადება და ცოდნა აღემატებოდა მოლოდინს და სწორედ ამის შედეგად ჩაირიცხეთ ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში.

თქვენმა ყოველმა ნაბიჯმა, რომელიც სკოლაში გადადგით, დღევანდელ შედეგამდე მიგიყვანათ. ამჟამად კი, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გელოდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ გზაზე თქვენ გააგრძელებთ თქვენი ცოდნის გაღრმავებას, პიროვნულ ზრდას და თქვენი უნიკალური ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას.

გისურვებთ წარმატებას უმაღლესი განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში. გახსოვდეთ, რომ ჩვენი სკოლა ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთ წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანებთან გვქონდა ურთიერთობა. 

გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ახალ გარემოში. თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ და თქვენი ყოველი წარმატება არის ჩვენი სკოლის გამარჯვება.

მომავალშიც დაგიდგებით გვერდით და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საფუძველი ამ სკოლამ შექმნა.  სიყვარულით და პატივისცემით, წმინდა ნინოს სახელობის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივა“,- ვკითხულოთ დირექტორის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203