პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
ამ მნიშვნელოვან დღეს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი დიდი სიხარულით შეხვდა. წინასწარ მოირთო კლასები და საჭირო რესურსითაც აღიჭურვა.
სკოლაში საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა და დროშაც აღიმართა. ასევე, გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ნათელა გორგაძემ მიმართა, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს, წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ვიდეო: