მარნეულის N6 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ მათ მასწავლებლები მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასაც უყალიბებენ და გარემოზე ზრუნვას ასწავლიან. სწორედ ამის დასტურია ის, რომ სკოლაში თემატური დღეები აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია Let's do it – Georgia-ს ორგანიზებით, ღონისძება გაიმართა. მის ფარგლებში, სკოლის კედლები მოიხატა. გარდა ამისა, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
სასკოლო საზოგადოება აქტივობების ორგანიზატორებს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: