საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კარი პირველკლასელებმა საზეიმოდ შეაღეს. დირექციამ და პედაგოგებმა მათ მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და პატარებს თბილი გარემო და ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
პირველკლასელთა პირველი დღე წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სიხარულის ზეიმად იქცა.
ეს განსაკუთრებული დღე იყო - პირველკლასელებმა ცოდნის სამყაროში, პედაგოგთა დახმარებით, თამამად შეაბიჯეს.
„სიყვარულით მივესალმეთ მათ, ვინც ყველაზე ძვირფასის, ცოდნის, შეძენა ჩვენ გვანდო. გვჯერა, ეს დღე დასამახსოვრებელი იქნება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც.
ვუსურვებთ პირველკლასელებს წარმატებას, ნაყოფიერ, სიხარულითა და ინტერესით სავსე სასწავლო წელს!
ერთად შევქმნით ჩვენს ბედნიერ მომავალს, რომელსაც მხოლოდ განათლებული თაობა შეძლებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პირველკლასელებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: