მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს დასამახსოვრებელი დახვედრა მოუწყვეს.
მათთან შესახვედრად მასწავლებლები საგანგებოდ ემზადებოდნენ, მათ ბავშვები უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს.
სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა ლილი გვარმიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ“,- აღნიშნა დირექტორმა.
თავის მხრივ, სკოლის კარი მოსწავლეებმაც ხალისით შეაღეს, მათ პედაგოგებს მიულოცეს, ესაუბრნენ და შემდეგ სწავლას მონდომებით შეუდგნენ. სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და ეროვნული ჰიმნიც გაჟღერდა.
ცხუმარის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს ულოცავს
იხილეთ ფოტოები: