გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები და კურსდამთავრებულები არაერთ წარმატებას აღწევენ. ამჯერად, კურსდამთავრებულ - სალომე ზუბიტაშვილს, წარჩინებული სწავლისათვის, კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა.
სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, ამაყობენ და ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.