ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით დაიწყო.
მონატრებულ მოსწავლეებს სკოლაში ბუშტები და შესაბამისი დეკორაცია დახვდათ, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ისინი პედაგოგებს სიხარულით შეხვდნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს მათ, სოფლის დეპუტატი - ვახტანგ ვაჭარაძე და მამა დავით ჩიხლაძე ტრადიციულად სტუმრობენ და პატარებს საჩუქრებით ახარებენ. ეს ტრადიცია არც ახლა დარღვეულა, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან.
„ახალი სასწავლო წლის დაწყება სასიხარულოა სკოლის ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის. მადლობა ყველას ამ დღის გალამაზებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: