დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნის გაჟღერებითა და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო.
სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე ისაუბრა.
სკოლაში საზეიმო აქტივობებით გაიმართა. პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. მათ ბავშვები უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: