გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.
მათი შრომის ნათელი დასტური კი მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა მიღწევებია. ამჯერად, სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის 3 ოქროს და ორ ვერცხლისმედალოსან კურსდამთავრებულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისაგან ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
გაიმართა ღონისძიება, სადაც 2023-2024 სასწავლო წლის საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიღწეული წარმატება მიულოცეს.
სკოლა კურსდამთავრებულებს ჯილდოს მიღებას ულოცავს და გარდაბნის მერიას, მედალოსნების მასწავლებლებსა და მშობლებს მადლობას უხდის.