უბისის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა ზარ-ზეიმით შეაღეს
23-09-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მონატრებული სკოლის კარი მოსწავლეებმა სიხარულით შეაღეს და მისი კედლები აახმაურეს. მათთან შესახვედრად მასწავლებლები საგანგებოდ ემზადებოდნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. მათ ბავშვები უდიდესი სიყვარულით მიიღეს. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და ეროვნული ჰიმნიც გაჟღერდა. ამის შემდეგ კი სასწავლო პროცესიც დაიწყო.

„ბედნიერ, წარმატებულ და შემოქმედებით 2024-2025 სასწავლო წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203