ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებს მათემატიკისა და ისტორიის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ 
23-09-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მეშვიდე კლასში მათემატიკის პედაგოგის - ნათია კახნიშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო ნატურალური რიცხვების ჩაწერის პოზიციური და არაპოზიციური სისტემები, ძველი ქართული ნუმერაცია.

მოსწავლეებმა საძიებო სისტემა Google-ის საშუალებით, დავით აღმაშენებლის და სხვადასხვა ისტორიული ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და საგან ისტორიასთან ინტეგრირებით გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს ისტორიის პედაგოგი - ლალი  ბანძელაძე ესწრებოდა.

როგორც მასწავლებელი ნათია კახნიშვილი გვიყვება, მეშვიდეკლასელებმა არაბულ და რომაულ ნუმერაციებზე მოძიებული ინფორმაცია თვალსაჩინოდ წარადგინეს. შედეგად კი, გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203