წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავფლეები სასწავლო რეჟიმს მალევე დაუბრუნდნენ და უკვე საინტერესო პროექტების განხორციელებაც დაიწყეს.
ამის ნათელი მაგალითია მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო პროექტი - „აფხაზურ-ოსური სამზარეულო“, რომელიც სკოლის ახალგაზრდულმა ჯგუფმა - „სოხუმმა“, განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ. მან ისაუბრა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ - „სოხუმთან“, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ საინტერესო აქტივობებზე და წარმატებები უსურვა პროექტის მონაწილეებს.
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელმა თამაზ დუნდუამ სტუმრებს წარუდგინა ვიდეორგოლი საერთაშორისო მშვიდობის შესახებ, აფხაზური და ოსური კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე და სხვა.
სკოლის დირექტორმა სტუმრებს გააცნო სკოლის მოსწავლეთა თემატური ნახატები და მიიწვია ისინი კერძების დასაგემოვნებლად.
როგორც სკოლაში გვიყვებიან ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: