მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო - ტრადიციულად, აკადემიური წლის პირველ დღეს, მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება ალამაზებდა.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილი პატარა მოცეკვავეები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული ღონისძიება - ნიჭის ზეიმი, აფრიალებული დროშის ფონზე - ასეთი იყო პირველი სასწავლო დღე შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში.
პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს, მოსწავლეები მონატრებულ კლასელებსა და მასწავლებლებს გულთბილად შეხვდნენ, ღონისძიების დასასრულს კი, სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული აკადემიური წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებულ და მშვიდობიან წელს“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა ემოციური ღონისძიება სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: