ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებით სავსე იყო, მონატრებული მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიყვარულით შეეგებნენ, პედაგოგებმა კი პატარებს თბილი მასპინძლობა გაუწიეს.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მამოტივირებელი იყო ადმიანისტრაციის მიმართვა: „წარმატებული და ნაყოფიერი ახალი სასწავლო წელი მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს“.
სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეების განწყობის ამაღლებაზე და მათთვის ისეთი გარემოს შექმნაზე, რომ სკოლაში მისვლა უხაროდეთ, თავს უსაფრთხოდ და სასიამოვნო გაერემოში გრძნობდნენ.
სასწავლო წლის მეორე კვირა დაიწყო, მოსწავლეებში კი განწყობა და შემართება, კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.
იხილეთ ფოტოები: