საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელების საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებამ მხიარულ ვითარებაში ჩაიარა.
სკოლის ადმინისდრაციამ და პედაგოგებმა ბავშვებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე, მათთვის ახალი და საინტერესო თავგადასავალების დასწყისი. ახალი და დიდ წარმატებები უსურვეს.
სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ, შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„დღეს პირველად შეაბიჯეთ ცოდნის საოცარ სამყაროში. გისურვებთ, რომ ყოველ დღე ახალი აღმოჩენებით იყოს სავსე და ყოველი წუთი სიამოვნებას განიჭებდეთ სწავლის პროცესში. თქვენ ჩვენი მომავალი ხართ. გისურვებთ, სკოლის კედლებში შეძენილი ცოდნა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში, დიდი მიზნების განხორციელებაში დაგეხმაროთ“,- აღნიშნა დირექტორმა.
პირველკლასელებთან ერთად სხვადასხვა ტიპის აქტივობები გამართეს კლასის დამრიგებლებმა: ნინი კანტიძემ და მარიამ ჭიტაძემ.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სკოლის ფოლკლორულმა ანსაბლმა.
იხილეთ ფოტოები: