წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლაში, ახალი 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში, დიდი ჟრიამული იყო. მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახები ლამაზად მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
მოსწავლეებმა პედაგოგებს პირობა მისცეს, რომ ამ წელს საუკეთესოდ ისწავლიან.
დირექტორმა - ნატო გაბიძაშვილმა სწავლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატება უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ნაყოფიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ“, - აღნიშნა ნატო გაბიძაშვილმა.