სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში განახლდა.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, დიდი ჟრიამული იყო. მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ბავშვებმა მონატრებული კლასელები, მასწავლებლები ნახეს, მათ ზაფხულის არდადეგების თავგადასავლები გაუზიარეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„ჩვენო ძვირფასო აღსაზრდელებო, გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. გამარჯვებებითა და სიყვარულით სავსე ყოფილიყოს ეს წელი. იმედი მაქვს, ღირსეულად წარმოაჩენთ თქვენს ოჯახებს, თქვენს სკოლას ყველგან და ყოველთვის“, - აღნიშნავს დირექტორი ქეთევან ჩოქური.
იხილეთ ფოტოები: