ქვედა სამების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო 
23-09-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი შთამბეჭდავად, საზეიმო გარემოში დაიწყო.

ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. აღსანიშნავია, რომ სკოლას წელს ახალი დირექტორი ჰყავს, სწორედ ამიტომ ეს წელი, როგორც გვიყვებიან უჩვეულოდ დაიწყო.

„უჩვეულო და ახალი აღმოჩნდა 2024-2025 სასწავლო წელი ქვედა სამების საჯარო სკოლისთვის, რადგან სკოლას ჰყავს ახალი დირექტორი ქალბატონი მარინა თედორაძე და სასწავლო ნაწილის გამგე ქალბატონი ნაზი ქათამაძე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მათ ამ წარმატებას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.

„ვულოცავთ მათ და წარმატებას ვუსურვებთ ამ რთულ გზაზე. ახალი სასწავლო წლისთვის საზეიმო გარემო შექმნეს სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, სკოლაში, საინტერესო და ულამაზესი ღონისძიება მოამზადა ქართულის მასწავლებელმა - მაია ოქროპირიძემ.

დიზაინი და საზეიმო გარემო კი შექმნა ხელოვნების მასწავლებელმა - ხათუნა ნემსაძემ. ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ დღეს, სკოლას ეწვია ყოფილი დირექტორი ეთერ ნაკაიძე. 

„სკოლის ყოფილი ღვაწლმოსილი დირექტორი ეთერ ნაკაიძე წლების განმავლობაში ღირსეულად უძღვებოდა ამ სკოლას. მან მიულოცა და დალოცა თითოეული მოსწავლე.  მათ უსურვა წარმატებები და აღმასვლა საგანმანათლებლო მიმართულებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203