მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
16 სექტემბერს, სკოლაში, სწავლის დაწყების მაუწყებელი პირველი ზარი დაირეკა. ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დაუვიწყარი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
მათთვის სკოლის ეზოში ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ულოცავს სწავლის დაწყებას.
„ვულოცავ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას.
განსაკუთრებით იმ პატარებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი და გახდნენ პირველკლასელები! მშვიდობას, წარმატებებს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ თითოეულს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: