თბილისის N198 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ზღაპრულ მოგზაურობას ჰგავდა, მოსწავლეები და მასწავლებელები დაუვიწყარი ემოციებით აივსნენ და აკადემიურ საქმიანობას ახალი შემართებით შეუდგნენ.
საზეიმოდ მორთულ სკოლის ეზოში, მიწვეულმა ანიმატორებმა, დაუვიწყარი ემოციებით აავსეს მოსწავლეები, ზღაპრულმა დახვედრამ ბავშვებს წარუშლელი შთაბეჭდილებები დაუტოვა.
პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს, მოსწავლეები მონატრებულ კლასელებს სიყვარულით შეეგებნენ, მასწავლებლებმა კი ბავშვებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს.
განსაკუთრებით ემოციური იყო სკოლის დირექტორის თეონა ყაჭეიშვილის მილოცვა და მამოტივირეელი მიმართვა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: