ჩოლურის საჯარო სკოლაში პირველი ზარი ერთადერთი პირველკლასელისთვის დაირეკა - მას დამრიგებელმა საზეიმო დახვედრა მოუწყო
23-09-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და ახალი შემართებით დაიწყო. 

განსაკუთრებით ემოციური იყო პირველი კლასის მიღება. წელს, ჩოლურის საჯარო სკოლის კარი, პირველად, მხოლოდ ერთმა პირველკლასელმა შეაღო, რომელსაც სასკოლო საზოგადოება თბილად შეეგება. 

პირველკლასელს, დამრიგებელმა მზისა ლიპარტელიანმა წიგნიერების სამყაროში მეგზურობა სიამოვნებით გაუწია და მისთვის სასიამოვნო სასწავლო გარემო შექმნა. 

ემოციური იყო მასწავლებლის მიმართვა, მან პირველკლასელს ცოდნის ტაძარში შებრძანება მიულოცა და წინსვლა უსურვა.

„ჩემო ვარსკვლავ ბიჭუნა, დათო, გილოცავ ცოდნის მწვერვალებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისს! უფალი იყოს ყველგან შენი მფარველი!“, - ულოცავს კლასის დამრიგებელი მზისა ლიპარტელიანი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203