ფოთის N7 სკოლის ქალთა საბჭოს წევრებმა, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საინტერესო აქტივობები განახორციელეს
23-09-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით განაახლეს. 

სკოლაში, სადაც მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

აქტივობები, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლის ქალთა საბჭოს წევრებმა მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, განახორციელეს.

მოსწავლე-მასწავლებლებმა მშვიდობისა და კონფლიქტების თავიდან არიდების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კონფლიქტებით დაზარალებულთა დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. 

21 სექტემბერს მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1981 წელს გაეროს გენერალუმა ანსამბლეამ დააწესა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203