თბილისის N61 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმო დაირეკა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
16 სექტემბერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მაგრამ პირველი მასწავლებლების დახმარებით სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები თამამად, დიდი შემართებით გადადგეს. მათ პატარები დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღეს.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეები დიდი სიყვარულით მიმართეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„საქართველოს ყველა მოსწავლეს ვულოცავთ 2024-25 სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ბავშვებს, რომლებიც დღეს პირველად მოვიდნენ სკოლაში“,- აღნიშნეს სკოლაში და ბავშვებს 2024-2025 სასწავლო წელს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს შეჰპირდნენ.
მართალია სასწავლო პროცესი მეორე კვირაა განახლდა, პირველი სასწავლო დღის ემოციები ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ და ცოდნის მიღება დიდი შემართებით აგრძელებენ.
იხილეთ ფოტოები: