ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
23-09-2024

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში, ახალი 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა საზეიმოდ, იმედებითა და დიდი შემართებით დაიწყეს.

ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე ძალიან ლამაზი, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გამოვიდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

სასკოლო საზოგადოება სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, ასევე სკოლის კურსდამთავრებულს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.

„წარმატებები დაგვებედოს მეგობრებო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203