ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024-ის“ ფინალისთვის აქტიური მზადების პარალელურად, მიმდინარეობს ეკოკლუბის განახლებული გუნდის დაკომპლექტება.
მომავალი ეკოკლუბელების წახალისების მიზნით, მარიამ რუსიძემ, ეკოკლუბ „ვიტისის“ წევრმა, მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მან მოსწავლეებსა და პედაგოგებს კითხვები დაუსვა, მათ, ვინც კითხვებზე სწორი პასუხები გასცეს კი სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
იხილეთ ვიდეო: