ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ვიტისი“ აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევა, რაც მის კლუბის წარმატებაზე აისახა. კლუბი მასშტაბრური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“-ის ფინალშია.
ეკოკლუბელები ფინალური ტურისთვის დიდი შემართებით, აქტიურად ემზადებიან.
„თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც 20 სექტემბერს, „ვიტისის“ ხელმძღვანელმა - გიორგი ზამბახიძემ, სპიკერებთან ერთად, ეკოკლუბის მხარდამჭერ კომისიას საფინალო ნაშრომი (პრეზენტაცია და მომზადებული ტექსტი) წარუდგინა.
ისტ-ის პედაგოგის, ეკატერინე სამსონიას რეკომენდაციების საფუძველზე, ეკოკლუბელებმა კიდევ უფრო დახვეწეს პრეზენტაციის ვიზუალური მხარე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქეთევან მდინარაძემ მოსწავლეები წინადადებების სწორად წარმოთქმაში გაავარჯიშა.
შინაარსობრივ მხარეზე ეკოკლუბელებმა დირექტორის მოადგილის - ხათუნა ჩავლეშვილისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის - ნანა სალუქვაძის მოსაზრებები.
შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.
ძიმითის საჯარო სკოლა წელს პირველად ჩაერთო ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში, დარეგისტრირების პირველივე დღიდან გუნდი ამ პროექტს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა.
იხილეთ ფოტოები: