უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი შენდება და მშენებლობის დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება.
სკოლის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მიდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას, ვიდეოს სახით სკოლის ხელმძღვანელი მანუჩარ ფანჩულიძე გვაწვდის.
აღსანიშნავია, რომ დირექტორი აქტიურადაა ჩართული სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესში, სრული პასუხისმგებლობით ზრუნავს, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უსაფრთხო და რაც, მთავარია შედეგზე ორიენტირებული გარემო შეუქმნას.
„გუგუნებს მძიმე ტექნიკა“,- ასე ფრაზით და წარმატებული სამშენებლო სამუშაოებით გახარებული ხელმძღვანელი, სიხარულით გვამცნობს, რომ 2025 წლის დასასრულისთვის ძევრის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი აშენებული იქნება.
იხილეთ ვიდეო: