ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბი აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევა, მათ შორის ჩართულია მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, სადაც მნშვნელოვანი წარმატებაც მოიპოვა.
ეკოკლუბი გასული წლის სექტემბერში სკოლაში ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში ქიმიის პედაგოგი, ქალბატონი, ცისანა ქოქოსაძე ჩაუდგა. 11 მოსწავლისგან შემდგარმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო „ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიაში“ და პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი აქტიობები განახორციელა. მოცემული აქტიობების საშუალებით ეკოკლუბმა „21-ე საუკუნემ“ ქულები დააგროვა და ნახევარფინალში გადასვლა შეძლო.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისში პროექტის ავტორებისგან ეკოკლუბმა და სკოლამ საჩუქრები მიიღეს მაისურების და სერტიფიკატების სახით. კლუბის წევრებს საჩუქრები სკოლის დირექტორმა - მაკა გაბელაშვილმა გადასცა. ხოლო წიგნი სოკოების შესახებ ეკოკლუბმა ბიბლიოთეკას უსახსოვრა.