ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათ წახალისებას, აღმოჩინონ თავიანთ თავში „ტალანტები“.
ამჯერად, სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს გაბრიელ ლომთაძეს, მე-4 კლასის მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია სამხედრო ტექნიკის მაკეტების შექმნით.
გაბრიელი სამუშაო მასალად იყენებს მუყაოსა და ცხელ წებოს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის, გაბრიელს დამზადებული აქვს 100-მდე უნიკალური ნამუშევარი, რომელიც სასკოლო საზოგადოებას გააცნო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: