მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით დაიწყო.
მოსწავლეები მონატრებულ კლასელებს დიდი სიყვარულით შეხვდნენ, პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს, პედაგოგებმა კი ბავშვებს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.
ღონისძიების დასასრულს, სასკოლო საზოგადოებას სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„გილოცავთ ყველას და განსაკუთრებით, ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, ახალი 2024_2025 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებულ წელს“, - აღნიშნეს სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ყველა პირველკლასელს გადაეცა ფასიანი საჩუქრები, მათ შორის, ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებსაც საჩუქრად გადასცეს წიგნები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სკოლაში მათ პატარების გახარებისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: